ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, საქართველოში დაუყოვნებლივ უნდა განთავსდეს ამერიკის სამხედრო, საზღვაო ბაზები და განლაგდეს ბირთვულ-კოსმოსური იარაღი.
ნათელაშვილის თქმით, ეს არის გამოსავალი, რომ რეგიონში გეოპოლიტიკურ აფეთქებებს საქართველოს სახელმწიფოებრიობა გადაურჩეს.
“ყარაბაღის ომმა კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ ჩვენს რეგიონში გეოპოლიტიკური აფეთქებები გაგრძელდება საკმაოდ დიდხანს, რასაც ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება შეეწიროს ქართული სახელმწიფოებრიობა, ჩვენი თავისუფლება და სუვერენიტეტი. გამოსავალი აქედან არსებობს – საქართველოში დაუყოვნებლივ უნდა გაიხსნას ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზები, საზღვაო ბაზები და განლაგდეს ბირთვულ-კოსმოსური იარაღი”, – აცხადებს ნათელაშვილი.
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი დასძენს, რომ ეს იქნება ჭკუის სასწავლებელი იმ რეგიონალური იმპერიებისთვის, რომლებსაც სურთ, ჩაითრიონ საქართველო რეგიონალურ კონფლიქტებში.
“ჯიეიჩენი”