თუ დასავლეთი რუსეთთან ურთიერთპატივისცემით დიალოგის საჭიროებას ვერ იაზრებს, დროებით მათთან დიალოგი უნდა შევწყვიტოთ- სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი იძულებული იქნება ევროკავშირთან დიალოგი დროებით შეაჩეროს, თუ ევროკავშირს რუსეთთან პარტნიორობა არ სურს.

 

კერძოდ ლავროვმა  განაცხადა:    „თუ დასავლეთში საგარეო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი პირები რუსეთთან ურთიერთპატივისცემით დიალოგის საჭიროებას ვერ იაზრებენ, მაშინ, სავარაუდოდ, დროებით მათთან დიალოგი უნდა შევწყვიტოთ. განსაკუთრებით იმის ფონზე, როდესაც ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ რუსეთის ამჟამინდელ ხელისუფლებასთან გეოპოლიტიკური პარტნიორობა არ გამოვა. დაე, იყოს ასე, თუ ეს სურთ“.

“იმედი”