14 ოქტომბერს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მზიანი და უნალექო ამინდი იქნება

სინოპტიკოსების პროგნოზით 14 ოქტომბერს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მზიანი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

ქუთაისში ტემპერატურა +32 გრადუსი იქნება, ოზურგეთში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში 28 გრადუსამდე გათბება. მზიან დღეს და +27 გრადუს სითბოს ვარაუდობენ სინოპტიკოსები ბათუმში. +27 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი ფოთში. რაც შეეხება ზუგდიდს, აქ ჰაერის ტემპერატურა +30 გრადუსს მიაღწევს. +28 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი სოხუმში.

მთიან რეგიონებში, მათ შორის მესტიაში +17 გრადუსია ნავარაუდევი. +27 გრადუსია მოსალოდნელი ამბროლაურში, ხოლო ჭიათურაში ტემპერატურა +30 გრადუსს მიაღწევს. ახალციხეში დღეს ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ბორჯომში კი +26 გრადუსია ნავარაუდევი. +16 გრადუსია მოსალოდნელი ბაკურიანში.

გორში +25 გრადუსი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ცხინვალში +25 გრადუსი და მზიანი ამინდია ნავარაუდევი. გუდაურში +19 გრადუსს და მზიან ამინდს ვარაუდობენ სინოპტიკოსები. ომალოში ჰაერი +19-მდე გათბება. ლაგოდეხში +24-ია მოსალოდნელი. ანალოგიური ამინდი იქნება თელავში. გურჯაანში დღის განმავლობაში ტემპერატურა +25-ს მიაღწევს. სიღნაღშიც +25 გრადუსია მოსალოდნელი, რუსთავში +25 გრადუსი და მზიანი ამინდი იქნება.

რაც შეეხება დედაქალაქსს, თბილისში ტემპერატურა +24 იქნება და დღის განმავლობაში მზიანი ამინდი შენარჩუნდება.

 

“იმედინიუსი”