ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ – stopcov.ge-ზე განახლდა.
ამ დროისთვის, ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევათა საერთო რაოდენობა 13521- ს შეადგენს.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 292-ით გაიზარდა და განკურნებულთა მონაცემი 7159 გახდა.
დღეის მდგომარეობით, კარანტინის რეჟიმში – იმყოფება 5 590 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836. კოვიდ სასტუმროში მოთავსებულია 1393 ადამიანი.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
“რუსთავი2”