GPC და “ფარმადეპო” ივანიშვილს ეკუთვნის, PSP ენმ-ის სპონსორია… ჩვენი პროგრამის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იაფი მედიკამენტებია, – ამის შესახებ “თავისუფალი საქართველოს” ლიდერმა კახა კუკავამ “აიპრესთან” ინტერვიუში განაცხადა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ.
„თავისუფალი საქართველოს“ პროგრამული ნაწილი განსხვავებულია. მაგალითად, საარჩევნო პროგრამაში ჩვენი ერთ-ერთი საკვანძო საკითხი არის იაფი მედიკამენტები. ჩვენ დავიწყეთ თურქეთიდან იაფი მედიკამენტების იმპორტი და ბევრმა მოქალაქემ მიიღო კიდეც. ჩვენ მხარს ვუჭერთ იმას, რომ სააფთიაქო მონოპოლიები გაუქმდეს.
ვნახოთ, რა პოზიცია აქვთ ამ საკითხზე ჩვენს ოპონენტებს. მთავარი სააფთიაქო მონოპოლიები, რომლებიც არის – „ფარმადეპო“ და „ჯიპისი“ ივანიშვილის ოჯახის საკუთრებაა, ხოლო მეორე მონოპოლისტი „პე-ეს-პე“, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი სპონსორია”, – განაცხადა კახა კუკავამ.
“აიპრესი”