ივერი მელაშვილი ბრალს არ აღიარებს

ივერი მელაშვილი, რომელიც 7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა, ბრალს არ აღიარებს.

დაკავებულის ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილის თქმით, ივერი მელაშვილს გამოძიება გარეჯის ტერიტორიებთან საზღვრების შეთანხმების კონტექსტში არ ედავება. ადვოკატი ამბობს, რომ ივერი მელაშვილი 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში თავის მოვალეობას პირნათლად დღემდე ასრულებდა.

„პროკურატურის პრობლემა არის, დაადგენს თუ არა ამ საქმეში მოტივს. მოტივი კი არა, ეს დანაშაული საერთოდ არ არსებობს. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან რამე მოტივზე საუბარი, რა თქმა უნდა, აბსურდი და გამორიცხულია.

დამატებით ვეცნობით იმ მასალებს რომლის გამოძიების ორგანოში შენახვა გადაწყვიტა პროკურატურამ და ეს მისი უფლებაცაა და ასევე ჩვენი უფლებაა გავეცნოთ ამ მასალებს . ძირითადი ჩვენებები ბატონი ივერი მელაშვილის სასარგებლოდ არის გაკეთებული, მათ შორის კომისიის რამდენიმე თავმჯდომარის მიერ მიცემული ჩვენება, რაც ცალსახად ადასტურებს ბატონი ივერი მელაშვილის პოზიციას. თავმჯდომარეებიც იზიარებდნენ, რომ ამ რუკების გამოყენება აზერბაიჯანის სახელმწიფოსთან საზღვრის დადგენის პროცესში იყო უარესი“, – აცხადებს ედუარდ მარიკაშვილი.

 

“იმედინიუსი”