საყურადღებო სამი რეგიონია, მათ შორის – თბილისი

დედაქალაქში ბოლო დღე-ღამეში ვირუსის გავრცელების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, თბილისში შემთხვევათა რაოდენობა აჭარის რეგიონის მაჩვენებელს მკვეთრად აღემატება

თბილისში ბოლო 24 საათში ყველაზე მეტი – 297 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ახალი შემთხვევების 44 პროცენტს მოიცავს – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ინფიცირების ზრდის შედეგებზე უწყებათაშორისი სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 109-ს მიაღწია>>

მისი თქმით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ყველაზე ცხელ წერტილად აჭარის რეგიონი მიიჩნეოდა, სადაც მუდმივად მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდებოდა. დღეს კი, ახალი შემთხვევების რაოდენობის მხრივ, აჭარის რეგიონი დედაქალაქს საგრძნობლად ჩამორჩება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, მესამე საყურადღებო რეგიონი იმერეთი და კერძოდ, ქუთაისია.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 680-ით გაიზარდა და 13 521-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 7159 ადამიანი, გარდაიცვალა – 109, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5590, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836, ხოლო კოვიდ-სასტუმროებში 1393 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა

“სპუტნიკი”