სომხეთის შეიარაღებული ძალები ტერტერის, აღდამისა და აღჯაბადის რაიონებს დილიდან არტილერიის გამოყენებით ბომბავენ, – ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს..
მათივე ინფორმაციით, წუხელ აღდერე-აღდამისა და ფუზული-გადრუტი-ჯაბრაილის მიმართულებებით სიტუაცია დაძაბული იყო და სომხეთის შეიარაღებული ძალები აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს უტევდნენ.
„ჩვენს მიერ განხორციელებული საპასუხო ზომებით სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა დიდი დანაკარგები განიცადა,“ – აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.
“ინტერპრესნიუსი”