არასამთავრობო ორგანიზაციამ, „დავასრულოთ“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აკრძალვის მიზნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

არასამთავრობო ორგანიზაციამ, „დავასრულოთ“, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აკრძალვის მიზნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

 

ორგანიზაციის წევრების თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის მუშაობის პროცესში საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა ეროვნული ინტერესების უგულებელყოფას.

პეტიციის ავტორები მიიჩნევენ, რომ კომისიის წევრები იმდროინდელი მმართველი პარტიის მითითებით მოქმედებდნენ.

ორგანიზაცია „დავასრულოთ“ დამფუძნებლის, სოსო მანჯავიძის თქმით, არ შეიძლება პოლიტიკურ ველზე იყოს ძალა, რომელიც პირდაპირ მოქმედებდა და მოქმედებს საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ

არ შეიძლება პოლიტიკურ ველზე იყოს ძალა, რომელიც პირდაპირ მოქმედებდა და მოქმედებს საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. კანონში პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ პირდაპირ წერია ის შემთხვევები, რა დროსაც პარტია უნდა აიკრძალოს და ზუსტად „ნაციონალურ მოძრაობის“ მოქმედებაზეა ეს დაწერილი, ასეთი შთაბეჭდილება მრჩება“, – განაცხადა სოსო მანჯავიძემ.

“იმედი”