დიტო ბიძინაშვილი: რატომ იდევნება მართლმადიდებლობა 2000 წლის განმავლობაში

 

დიტო ბიძინაშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

 

სულ ვფიქრობდი თუ რატომ იდევნება მართლმადიდებლობა, 2000 წლის განმავლობაში.
ბევრ რამეზე შეიძლება საუბარი.
შური – შური ცოცხალი ღმერთის, რომელიც სხვა არც ერთ რელიგიაში არ არსებობს.
შური თავად ქრისტეს სიტყვების, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სიკეთეს და სწორად ცხოვრებას ქადაგებს. ერთადერთი ადამიანი – ქრისტე როგორც კაცი, რომელსაც არასდროს არავისთვის არაფერი დაუშავებია – მხოლოდ უზომო სიკეთე ჩაუთვალეს დანაშაულად.
რას ქადაგებს მართლმადიდებლობა? რწმენას, სიკეთის კეთებას, უარს ეუბნება სიძუნწეს, მევახშეობას.ქადაგებს ოჯახის სიყვარულს, ქალის პატივისცემას, ქვეყნის და სჯულის დაცვას, მშობლების პატივისცემას, თავმდამბლობას და ა.შ ვინ როგორ ასრულებს ეს მისი პრობლემაა. აბსოლუტურად, ყველა დეტალი საოცრადაა გათვლილი, ისე რომ სულმა და ხორცმა ჰარმონიულად იარსებოს ერთად.
ასევე არის კიდევ ერთი მთავარი რამ – ქრისტიანობა ადამიანში აღვიძებს სინდისს. სინდის გაღვიძებულმა კაცმა კი აღარ უნდა გაიმეოროს წარსულის შეცდომები – წესით!
მართლმადიდებლობა ხელს უშლის ნარკომანიას, ლოთობას, სიძვას და ა.შ უამრავი რამე შეიძლება ჩამოვთვალოთ.
მართლმადიდებლობა არის ყველაზე მაღალი საფეხური კაცობრიობის. კეისარს კეისრისა და ღმერთს ღმერთისა ანუ ანარქიისკენ ან ქაოსისკენ არავის მოუწოდებს, არამედ პირიქით. არც მეცნიერებას ეწინააღმდეგება. როგორც დედა ეკლესია უდანაშაულოა რამოდენიმე სასულიერო პირის სიგლახისთვის, ისე უდანაშაულოა მეცნიერებაც, მიუხედავად ამისა რომ არსებობენ დემონური აზრების მქონე მეცნიერები, რომლებისთვის, ადამიანების სიცოცხლე, გომბეშოს სიცოცხლეზე მეტი არ არის.
ალბათ ეს ყველაფერი ერთად აღებული, მიზეზია ამისი, მაგრამ კიდევ ერთი მთავარი გარემოება – ქრისტიანობა წინააღმდეგია ყოველგვარი შიშის, თუმცა შიშს და სიფრთხილეს ძალიან კარგად ყოფს ერთმანეთისგან, ე.ი გონიერებას ქადაგებს და არა ფანატიზმს. იცხოვრე ჩემთვის და გამომიძიე მთელი ცხოვრება. ფანატიზმის წინააღმდეგი რომ არის ჩვენი სჯული. ეს უფალ იესოს საქციელშიც ჩანს, როდესაც სოლომონის ტაძრის სახურავიდან არ გადმოხტა, როდესაც ეშმაკი აცდუნებდა.
მოდი გავავლოთ პარალელი ჩვენ ისტორიას და ქრისტიანობას შორის:
რატომ ვარსებობთ დღემდე? – იმიტომ რომ ჯერ ვიცავდით საკუთარ სჯულს, მერე ქვეყანას და ოჯახს(განუყრელი ნაწილია ერთმანეთის) ხშირად გამიგონია თუ რატომ არ გვყავდა ძლიერი ფლოტი, რატომ არ ვიპყრობდით სხვა ქვეყნებს და ა.შ ჩვენ ბუნებაში არ ზის ასეთი რამ. ჩვენ არავის არ ვამწარებდით, არავის არ ვიპყრობდით, ერთხელ მოხდა ასეთი რამ, მართალია მაგასაც თავისი მიზეზები ქონდა, მაგრამ ალბათ მაგისთვისაც იყო ის სასჯელი რაც მის შემდეგ გამოჩნდა(რწმენის და ადამიანის შეხედულების საკითხია) იოლად ვეგუებოდით ყველას ვინც სამტროდ არ მოდიოდა.ამის ცოცხალი მაგალითია ებრაელი ხალხი, რომლებსაც თითქმის ყველგან დევნიდნენ, ოღონდ აქ არა. შეიძლება დღეს კაპიტალისტური ქვეყანაც ვყოფილიყავით, სხვების სისხლზე გამაძღარი და აშენებული, ისე როგორც სხვა დიდი ქვეყნები არიან, მაშინ აღარ ვიქნებოდით ქრისტეს ქვეყანა, აღარ ვიქნებოდით ერთი მუჭა ხალხი, რომელმაც ყველას და ყველაფერს გაუძლო. შეიძლება დამპყრობლები ვყოფილიყავით, მაგრამ ქრისტე და ღვთისმშობელი აღარ იქნებოდა ჩვენთან. არ მჭირს ამპარტავნება და უცოდველ ერად არ ვთვლი არავის, მაგრამ რამოდენიმე გლახის გულისთვის, მთელ ერს ნუ დაამცირებთ მითუმეტეს საკუთარს. საკუთარი თუ თავად დავამცირეთ, სხვა რას გვიზამს მერე?
ერთი სიტყვით, სწორედ ქრისტეს სჯულიდან წამოსულმა სიყვარულმა შემოგვინახა აქამდე. რწმენაა ყველაფერი.
უღმერთოდ ვცხოვრობთ ბოლო 30 წელი, როგორც ერთიანი ერი. და მაგიტომ ვართ ზუსტად ამ დღეში. ყველა განსაცდელი ჭკუის სასწავლებლადაა და იქამდე იქნება, სანამ აზრზე არ მოვალთ.
ჩვენ წინაპრებს რომ ძალიან შინებოდათ, ახლა ჩვენ უბრალოდ არც ვიარსებებდით, ჩვენ რომ ძალიან შეგვეშინდეს ხილულის თუ უხილავის, ჩვენი შთამომავლობა იარსებებს მომავალში?
არაფერი არ ვნებს ადამიანის იმუნიტეტს ისე, როგორც შიში. და ყოველგვარი ამის მკურნალი არის ქრისტიანობა, რომელიც სავსეა რწმენით და გონიერებით. ვინ უფრო გადარჩება თქვენი აზრით, შეშინებული თუ რწმენით სავსე ადამიანი?
მიუხედავად ამისა, ყველას რაღაცის გვეშინია, ყველას გვაქვს ფობია და ა.შ ეს არ არის სირცხვილი, უბრალოდ არსებობს ხაზი, რომელსაც არ უნდა გადააბიჯო. საკუთარი სინდისია ეს ხაზი პირველრიგში.
აი ეს ყველაფერი ერთად აღებული. რომლის გამო იდევნებოდა და იდევნება ქრისტიანობა 2000 წელი.

წყარო