ეზუგბაია აჭარაშია და იქაურ ექიმებს ატრენინგებს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია, რომელიც პანდემიის დაწყების დღიდან, საზოგადოებას კოვიდ-ინფიცირებულების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ყოველ დილით აწვდიდა, ეკრანებზე 3 კვირაა აღარ ჩანს. კორონავირუსსა და პანდემიას შეჩვეული მოქალაქეები, ეზუგბაიას ეთერიდან გაუჩინარებას დღემდე ვერ შეეგუენ.

ამჟამად მარინა ეზუგბაია აჭარაში იმყოფება და რეგიონის ჯანდაცვის სექტორს ტრენინგებს უტარებს, პარალელურად  ეპიდვითარების მართვაშიც ეხმარება. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა “პრაიმტაიმს ” უპასუხა კითხვაზეც, როდის დაუბრუნდება თბილისს და ტრადიციულ ბრიფინგებს.

„ამდენი თვის განმავლობაში რა გამოცდილებაც მივიღეთ, ჩვენს ბათუმელ კოლეგებს უნდა გავუზიაროთ. რადგან მათთან ეს ყველაფერი ახალი დაწყებულია, ამიტომ სწორად და ადეკვატურად უნდა მოხდეს პაციენტების მკურნალობა.

ბათუმიდან რომ დავბრუნდები, ტრადიციულ ბრიფინგებსაც მაშინ დავუბრუნდები. გააჩნია, რა ვითარება იქნება ადგილზე. სავარაუდოდ, ეს მოხდება 2 კვირის შემდეგ“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

 

“რეზონანსი”