ადამიანებმა უნდა დაივიწყონ საღამოს რესტორნებში და ერთმანეთთან სტუმრად სიარული, უნდა ვიმოქმედოთ, უნდა შევამციროთ კონტაქტები, – ასე მიმართა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მოსახლეობას.
მაკრონმა მოსახლეობას მას შემდეგ მიმართა, რაც ცნობილი გახდა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება.
„ვიცი, რომ ეს ყველასგან დიდ ძალისხმევას ითხოვს, მაგრამ აუცილებელია. სიტუაცია შემაშფოთებელია, მაგრამ კონტროლირებადი. ჩვენ მეორე ტალღა გვაქვს და ეს ხდება მთელს ევროპაში“,- განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
საგანგებო მდგომარეობა ძალაში 17 ოქტომბრიდან შევა. პარიზსა და რამდენიმე ქალაქში, სადაც „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა, 21:00-დან დილის 06:00 საათამდე კომენდანტის საათი დაწესდება. კომენდანტის საათის დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმა 137 ევროს ოდენობით განისაზღვრა.
ემანუელ მაკრონის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა არ იგეგმება და ადამიანებს რეგიონებში გადაადგილების შესაძლებლობა კვლავ ექნებათ.
“1არხი”