ყარაბაღში სამშვიდობოების განთავსება მხოლოდ კონფლიქტის მონაწილე მხარეების თანხმობითაა შესაძლებელი

მთიან ყარაბაღში სამშვიდობოების განთავსება მხოლოდ კონფლიქტის მონაწილე მხარეების თანხმობითაა შესაძლებელი – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

ჟურნალისტებმა პესკოვს კითხვა დაუსვეს – არის თუ არა რუსეთი მზად, მთიან ყარაბაღში თავისი სამშვიდობოების კონტინგენტი გააგზავნოს.

“აქ პირველადი კითხვა არის ის, მზად არიან თუ არა ამისათვის დაპირისპირებული მხარეები, კერძოდ კი აზერბაიჯანი და სომხეთი. ნებისმიერი სამშვიდობოების, დამკვირვებლების, ვინც არ უნდა იყოს იგი, განთავსება მხოლოდ ორივე მხარის თანხმობის შემთხვევაში არის შესაძლებელი” – განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, პასუხი ამ კითხვაზე ჯერჯერობით არ არის.

წყარო: report.ge