საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის ოფისსა და სახლში ჩხრეკა ჩატარდა
15.10.2020 17:31
საფრანგეთის პოლიციამ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, ოლივიე ვერანისა და ჯანდაცვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, ოლივიე ვერანის ოფისებსა და სახლებში ჩხრეკა ჩაატარა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი BFM ავრცელებს.
ტელეარხის ცნობით, ჩხრეკა ჩატარდა გამოძიების ფარგლებში, რომელიც პანდემიის პერიოდში ხელისუფლების ქმედებებს ეხება.
2020 წლის ზაფხულში საფრანგეთის ხელისუფლების წინააღმდეგ სარჩელები რამდენიმე საზოგადოებრივმა ასოციაციამ და ექიმთა პროფკავშირებმა შეიტანეს. ისინი თვლიან, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა გვიან და არაეფექტურად მიმდინარეობდა. ამ საჩივრების საფუძველზე წინასწარი გამოძიება დაიწყო.