სერგეი ლავროვი: ეთნიკური რუსებისა და რუსეთის მოქალაქე ეთნიკური ქართველების საკუთრება რუსეთის მხრიდან მუდმივი ყურადღების საგანია

ეთნიკური რუსებისა და რუსეთის მოქალაქე ეთნიკური ქართველების საკუთრება რუსეთის მხრიდან მუდმივი ყურადღების საგანია.

 

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რითაც ჟურნალისტების კითხვას უპასუხა, ოკუპირებულ აფხაზეთში, ტაჯიკეთსა და ბელარუსში ეთნიკურად რუსების ინტერესების დაცვის თაობაზე.

„ვიმედოვნებ (ახლა აფხაზეთში ცვლილებები თითქოსდა დაცხრა), ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდებით ამ თემას. თუმცა გავიმეორებ, რომ ჩვენ ცოტა გვაოცებს, რომ პრობლემა კვლავაც დაურეგულირებელია. ჩვენ კიდევ უფრო მეტად ენერგიულ ნაბიჯებს გადავდგამთ“, – განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში, ტაჯიკეთსა და ბელარუსში რუსეთის ყოფნა ჭარბობს ბიზნესის ხაზით. გარდა ამისა, ამ ქვეყნებიდან ზოგიერთში, რუსული ენის სწავლება ძალიან მაღალ დონეზეა.

“აიპიენი”