თურქეთი არასდროს აღიარებს ყირიმის უკანონო ანექსიას, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე.
„თურქეთი განაგრძობს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის პოლიტიკური ერთიანობის მხარდაჭერას“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი უკრაინას წამყვან ქვეყანად მიიჩნევს რეგიონში სტაბილურობის, მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით.
“იმედი”