ილჰამ ალიევი – აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის დროშა ​ხუდაფერინის ხიდზე აღმართეს- ყარაბაღი აზერბაიჯანია!

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ხუდაფერინის ხიდზე აზერბაიჯანის დროშა არმართეს.

 

“აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა აღმართეს აზერბაიჯანის დროშა ​ხუდაფერინის უძველეს ხიდზე. გაუმარჯოს აზერბაიჯანელ ხალხს! ყარაბაღი აზერბაიჯანია!”,- წერს ალიევი “ტვიტერზე”.

ინფორმაციისთვის, ხიდი ჯებრაილის რაონში მდებარეობს. ხიდს სტრატეგიული მნიშნვლობა აქვს.

შეგახსენებთ, 17 ოქტომბერს აზერბაიჯანმა და სომხეთმა მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის ახალ შეთანხმებას მიაღწიეს. ქვეყნების საგარეო უწყებებში განაცხადეს, რომ ცეცხლი 18 ოქტომბრის 00:00 საათიდან შეწყდებოდა, თუმცა პირობებს არცერთი მხარე არ ასრულებს.

მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბერს დაიწყო. ცეცხლის გახსნაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.

“აიპიენი”