რეჯეფ თაიფ ერდოღანი – აშშ, რუსეთი და საფრანგეთი სომხეთს ყოველგვარ მხარდაჭერას უცხადებენ შეიარაღების სახით

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, რუსეთი, აშშ და საფრანგეთი სომხეთს შეიარაღებას აწვდიან.

 

მისი თქმით, სომხეთმა მეორედ დაარღვია ზავი.

ეს განცხადება მან შირნაქის პროვინციაში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა, რომლის პირდაპირი ტრანსლაცია „ტვიტერის“ გვერდზე განხორციელდა.

„რას ამბობენ ისინი იმაზე, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენ აზერბაიჯანელ ძმებს? რას ამბობს მინსკის სამეული – აშშ, რუსეთი და საფრანგეთი? ისინი მხარს უჭერენ სომხეთს. ისინი სომხეთს ყოველგვარ მხარდაჭერას უცხადებენ შეიარაღების სახით. ისინი გამოდიან სომხეთის მხარეს“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

“აიპიენი”