საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი რევაზ კილასონია სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
მოდით, ერთი წუთით წარმოვიდგინოთ- ჩემი სახელი და გვარია იგორ სიდოროვი, ვცხოვრობ უძველეს ქალაქ -ნოვგოროდში, ხოდა ერთ საღამოს საუბარი ჩამოვარდა საქართველოზე, ჩემი მეგობარი ვლადიმერი იწყებს საუბარს-
“ბოლო ბოლო, რა დაუშავეთ ამ ქართველებს ასეთი უპატიებელი? 1783 წელს, ქართლ-კახეთის მეფემ, თავისი ინიციატივით არ აღიარა ჩვენი პროტექტორატი?
1801-ში კი ფაქტიურად ირანს გამოვტაცეთ ეს ტერიტორია, როცა რუსეთის იმპერიამ იქ ჯარი ჩააყენა, შესაბამისად, საქართველოს ამ ტერიტორიიის ირანიზაცია შეწყდა. მერე
1829 წელს სამცხე არ გამოვტაცეთ ოსმალეთის იმპერიას? სხვათა შორის, მაშინ ოსმალეთის იმპერია, მსოფლიოში ერთერთი უძლიერესი იმპერია იყო.
1878 წელს კი აჭარა დაუბრუნეთ საქართველოს, ისევ ოსმალეთთან ომის შედეგად და რომ გვაყვედრიან- დაიპყარით საქართველოო, 1801 წელს როცა რუსეთის ჯარი თბილისში შევიდა- საქართველო დაყოფილი იყო სამეფო-სამთავროებად. 2 მეფე იჯდა და რამდენიმე მთავარი. თან 1450 წლიდან, ანუ 350 წელი ერთმანეთში ვერ მორიგდნენ და ჩვენ გვაბრალებენ დაპყრობას?
ის კი არა, რუსეთის იმპერატორის ბრძანებით აიკრძალა ტყვეების გაყიდვა სტამბოლში. მანადე ეს ქართველი დიდებულების ერთერთი ყევლაზე “მომგებიანი” საქმიანობა იყო. ესეც ჩვენი ბრალია?
1900 წლისთვის, ჩვენ ფაქტიურად გავაერთიანეთ საქართველო. რომ არა ჩვენს მიერ წარმოებული ომები ოსმალეთთან, დაუბრუნებდა ოსმალეთი ან აჭარას ან სამცხეს, ოდესმე საქართველოს? ეს ხომ აბსურდია? უფრო მეტიც, რომ არა რუსეთის იმპერიის ჩარევა, ირანი და თურქეთი საბოლოოდ მიიერთედბდნენ დარჩენილ ტერიტორიობს- აღმოსავლეთი ირანს, დასავლეთი თურქეთს.
საბჭოთა კავშირის დროს კი, საქართველო პრივილეირებული რესპუბლიკა იყო(არ ვიცი რატომ, მაგრამ მაინც) ქართველები იყვნენ ყველგან- პოლიტიკაში, ძალოვნებში, კულტურაში, სპორტში.. საქართველოში ავაშენეთ რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, თბილისის საავაიაციო ქარხანა, თბილისის ელმავალმშენებელი ქარხანა, მეტრო, ენგურჰესი.. კი ბატონო, ამ პროცესში დაიღვარა სისხლიც, ავტოკეფალიაც კი გაუუქმეთ რაღაც დროის განმავლობაში, ძალიან ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული, მაგრამ ამქვეყნად ხომ ყველაფერი შედარებითია?
ახლა რომ დგანან და თურქეთს -“მეგობარს” და “ძმას” რომ ეძახიან, რა თურქეთზე უფრო მეტი დაუშავეთ, თუ რა? ან ეს ამერიკელები რომ დაისვევს თავზე-კაი ძამაო, აგერ 30 წელია მათი პროტექტორატის ქვეშ არიან და რა? ეკონომიკა მოაძლიერეს, კულტურა ყვავის თუ სპორტი? ის კი არა(ამას ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი) თბილისში გეი-პარადების ჩატარებაც კი უნდათ. ტეხავს ძმაო.”
მე რომ ვიყო რუსი, მეც გამიტყდებოდა.
ჩვენ დღემდე ვამბობთ რომ- “აი სომხეთი ჩვენ გადავარჩინეთ და ისინი კიდე ჩევენს წინააღმდეგ არიან, ჩვენ რომ არა, დღეს საერთოდ არ იქნებოდნენ”.
პ.ს. პოსტის მიზანია- დავფიქრდეთ ამაზე და შევეცადოთ მათი თვალით დავინახოთ ჩვენი თავი. ეს დაგვეხმარება რეალობის, დაშვებული შეცდომების, მოსალოდნელი საშიშროების გადაფასება/შეფასებაში. ამქვეყნად ყველაფერი შედარებითია.