“აღმოსავლური პარტნიორობა” და საქართველო – გიორგი ირემაძის ბლოგი

თანამედროვე მსოფლიოში პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები ისეთი ტემპებით ვითარდება, რომ ნებისმიერი ქვეყნისთვის მიმდინარე ტენდენციებში გარკვევას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

 

აუცილებელია ადეკვატური ანალიზის გაკეთება და რაც მთავარია, სწორი გადაწყვეტილებების მიღება ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით. მითუმეტეს, ურთულესს რეგიონში ვცხოვრობთ, კავკასია ევროპისა და აზიის გზაჯვარედინია, სადაც რამდენიმე ზესახელმწიფოს ინტერესები იკვეთება. ამიტომ, საქართველოსთვის არასდროს არ იყო მარტივი საკუთარი პოლიტიკური ინტერესების დაცვა და დღევანდელ ვითარებაში, ეს უფრო გართულებულია. აქედან გამომდინარე, აუცილებელია ვიცოდეთ რა პროცესები მიდის, როგორც მსოფლიოში, ისე რეგიონში და გავაანალიზოთ, რა პოზიცია უნდა ქონდეს საქართველოს საგარეო პოლიტიკაში, რომ მიმდინარე კრიზისულ ვითარებაში არ დაზარალდეს არც ხალხიც და არც სახელმწიფოც:

– ყველამ კარგად ვიცით, რომ საქართველოს ხელისუფლება ემხრობა დასავლეთის კურსს ანუ ნატოს და ევროკავშირის გზა. ხოლო აშშ, ოფიციალურად სტრატეგიულ პარტნიორად არის მიჩნეული, და არავისთის საიდუმლო არ არის, რომ ვაშინგტონს სერიოზული გავლენა აქვს საქართველოზე. რომ გადავხედოთ რა ვითარებაა დასავლეთში, კერძოდ აშშ-ში, ფაქტიურად სამოქალაქო ომია, ბოლო რამდენიმე თვეა თითქმის ყველა შტატში დაპირისპირებაა სხვადასხვა ჯგუფებს შორის, დემონსტრატები იკავებენ სახელმწიფო შენობებს, შეტაკებაა პოლიციასთან და ა.შ. ასევე, ურთულესი ვითარებაა ევროპაშიც, საფრანგეთში უკვე წელიწადზე მეტია “ყვითელი ჟილეტების” აქციები არ წყდება, ასევე გერმანიასა და ესპანეთში მუდმივი დემონსტრაციებია. ბრიტანეთმა კი უკვე დატოვა ევროკავშირი, სადაც ჩვენ დიდი ხანია გვეპატიჟებიან, მაგრამ არავინ იცის კერძოდ რას მიიღებს საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებით, სადაც უამრავი პრობლემებია და ვხედავთ, რომ უკვე იშლება. მაგრამ ევროპელები დაპირებებს არ იშურებენ, მეტიც, ქმნიან ორგანიზაციებს, რომლის საშვალებითაც ცდილობენ დააჩქარონ ე.წ. “ევროინტეგრაცია”, იგულისხმება ევროკავშირის ინიციატივით დაარსებული პროექტი – “აღმოსავლური პარტნიორობა”, სადაც შედიან ურაინა, ბელორუსია, საქართველო, მოლდოვა, სომხეთი და აზერბაიჯანი.

აღნიშნული პროექტის ერთ-ერთი “კურატორი” დონალდ ტუსკია, პოლონეთის ყოფილი პრემიერი, ევროსაბჭოს ყოფილი თავმჯდომარე და ახლა უკვე ხელმძღვანელობს ევროპის სახალხო პარტიას, რომელიც უმსხვილესი ტრანსნაციონალური პარტიაა ევროკავშირში. ვინც ოდნავ მაინც ერკვევა ევროკავშირის პოლიტიკური ფიგურების საქმიანობაში, კარგად ცნობილია, რომ დონალდ ტუსკი მჭიდროდ არის დაკავშირებული აშს-სთან და კერძოდ “დემოკრატიული პარტიის” ლიდერთან ჯო ბაიდენთან, რომელიც მსოფლიოში “ფერადი რევოლუციების” მთავარი ორგანიზატორია. “აღმოსავლური პარტნიორობა” ზუსტად ამ ადამიანების მიერ იმართება და კარგად ვხედავთ რა პროცესები მიდის აღნიშნული ორგანიზაციის წვერ ქვეყნებში. გადავიდეთ ფაქტებზე, როდესაც კიევში “მაიდანი” ანუ მორიგი “ფერადი რევულიცია” წარმატებით განხორციელდა, რასაკვირველია ამერიკელი პოლიტიკოსების მხარდაჭერით, რომლებიც აქციებზე სიტყვით გამოდიოდნენ და ფუნთუშებს ურიგებდნენ დემონსტრანტებს. ზუსტად იმ დემონსტრანტებს, რომლებიც “მოლოტოვის კოქტეილებს” ესროდნენ კიევის პოლიტიას და რომლებმაც მოქმედი პრეზიდენტი ქვეყნიდან გააგდეს. რევოლუციას კი უკრაინაში ეკონომიკური კრიზისი მოყვა, ხოლო საშინაო და საგარეო პოლიტიკას ბაიდენის მეთაურობით, ამერიკელები განაგებენ ანუ უკრაინა კოლონიად გადაიქცა. მაგალითად, ცნობილი კადრები ყველას ახსოვს, როდესაც ბაიდენი კიევს ესტუმრა და სამთავრობო სხდომა ჩაატარა, როგორც ქვეყნის რეალურმა მმართელმა.

ხოლო ამ ზაფხულს კი “აღმოსავლური პარტნიორობის” კიდევ ერთ წევრ სახელმწიფოს “ესტუმრა” რევოლუციის ტალღა. ბელორუსიაში რაც ხდება, არა თუ რევოლუციისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაა, არამედ საერთაშორისო ყველა ნორმის დარღვევაა დასავლეთის ქვეყნების მხრიდან, როდესაც ისინი არ აღიარებენ ბელორუსი ხალხის მიერ არჩეულ პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს, ასევე არ აღიარებენ საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას, მაგრამ ამავე დროს აღიარებენ ლუკაშენკოს კონკურენტს სვეტლანა ტიხონოვსკაიას ბელორუსიის პრეზიდენტად. რაც ძალიან გავს ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებს, სადაც მადურომ გაიმარჯვა, მაგრამ აშშ- მ პრეზიდენტად აღიარა გუაიდო ანუ ბელორუსიაშიც იგივე სცენარია და იგივე ავტორები მოქმედებენ, იგულისხმება ჯო ბაიდენი და მისი ჯგუფი, დონალდ ტუსკთან ერთად.

ალბათ არავის აქვს იმის ილუზია, რომ ბაიდენს, რომელიც თავად აშშ-ში არა ერთ კორუფციულ სკანდალს უკავშირდება, ვითომდა კეთილშობილური მიზნები ამოძრავებს, როდესაც ცდილობს რიგ ქვეყნებში ლეგიტიმური ხელისუფლება შეცვალოს. იმის ფაქტები საკმარისზე მეტია, რომ ბაიდენს, მაგალითად უკრაინაში ბიზნეს ინტერესები აქვს და ის არა ერთი ტრანს ნაციონალური კომპანიის საშვალებით ცდილობს უკრაინაში რესურსები მიითვისოს. იგივე მიზნები აქვს ბელორუსიაში მას და მათ, ვისი ხელითაც ის მოქმედებს, თუნდაც პოლონეთს ან პრიბალტიკის ქვეყნებს, რომლებიც განსაკუთრებით აქტიურობენ ლუკაშენკოს დასამხობად.

ასევე, “აღმოსავლური პარტნიორობის” წევრები არიან სომხეთი და აზერბაიჯანი, რომლებიც ყარაბახის კონფლიქტში არიან ჩართულები, იქ ფაქტიურად საომარი მოქმედებები მიდის. ხოლო კიდევ ორ წევრ ქვეყანაში ანუ საქართველოში და მოლდოვეთში, შესაბამისად საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები იქნება, აქ 31 ოქტომბერს, ხოლო მოლდოვეთში 1 ნოემბერს. ანუ ლოგიკურ ჯაჭვს, რომ მივყვეთ, ფაქტიურად “აღმოსავლური პარტნიორობის” ყველა წევრ სახელმწიფოში რევოლუციური და კონფლიქტური ვითარებაა, თითქოს ვიღაცის ერთიანი გეგმა ხორციელდება და ეს ტალღა მომავალი არჩევნების ფონზე, ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ შესაძლოა საქართველოსა და მოლდოვეთსაც მოუახლოვდეს. სამწუხაროდ ამერიკელებს, კერძოდ ჯო ბაიდენს, დევიდ კრამერს და სხვებს, საქართელოშიც ყავს დასაყრდენი პოლიტიკური ძალები, როგორიც არის “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართელო”, რომლებმაც გასული წლის ზაფხულში პარლამენტზე მიიტანეს იერიში ანუ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ქონდათ. ხოლო 31 ოქტომბერს არჩევნებში გამარჯვების შანს ფაქტიურად არ აქვთ, ამიტომ არჩევნებით შესაძლოა უარყონ არჩევნების შედეგები, ხელისუფლება დაადანაშაულონ გაყალბებაში და არ არის გამორიცხული, ისევ გაიმეორონ პარლამენტზე იერიში.

კონრკეტულად რა შეილება მოხდეს? რევოლუციის სცენარები ცნობილია, მაგალითად, როგორც ბელორუსიაში, ასევე აქაც, ოპოზიცია იმოქმედებს ამერიკელი კურატორების ხელმძღვანელობით, აქ “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართელოს” ხელმძღვანელობით, ე.წ. ოპოზიციამ შესაძლოა არ ცნოს 31 ოქტომბრის არჩევნები ლეგიტიმურად და ქუჩაში გამოვიდეს. ხოლო ბაიდენის და კრამერის პოლიტიკურმა ჯგუფებმა, აშშ-სა და ევროპიდან მხარი დაუჭირონ “ოპოზიციას” და თბილისში მივიღოთ “ფერადი რევოლუცია”. აქვე უნდა ითქვას, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის ფაქტორიც გასათვალისწინებელია, მითუმეტეს საქართელოს მიმართულებით გარკვეული ბრალდებებიც გაისმა კონფლიქტის მხარეების მხრიდან, მარნეულსა და ახალქალაქში აქციებიც ტარდება. ხოლო ოპოზიციონერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში დაუყოვნებლივ უნდა გაიხსნას აშშ-ის სამხედრო, საზღვაო ბაზები და განლაგდეს ბირთვულ-კოსმოსური იარაღი.(იხ.ბმული). ანუ ოპოზიცია უხმობს ამერიკელ კურატორებს, რომ სამხედრო ძალით დაეხმარონ. ამიტომ არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ შესაძლოა ბაიდენ-კრამერმა ეცადონ და საქართველოც ჩაითრიონ ყარაბახის კონფლიქტში, ეს არც ისე მარტივი იქნება, მაგრამ გამორიცხული არაფერია. იმედია საქართელოს ხელისუფლება გონივრულად იმოქმედებს და რისკებს არ დაუშვებს.

პროექტი “აღმოსავლურ” პარტნიორობასთან დაკავშირებით საინტერესოა ქართველი პოლიტიკოსების აზრი. მაგალითად პარტია “ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურიას აზრი ასეთია: “აღმოსავლური პარტნიორობა” მოსამზადებელი კურსებია “ნატოში” შესასვლელად და ყველა წევრი ქვეყნისთვის ასე აღიქმება. ხოლო “ფერადი რევოლუციები” იგეგმება ტრანსნაციონალური კორპორაციების, იგივე მსოფლიო პლუტოკრატების მიერ, რომლებიც იგივე აშშ-ში ცდილობენ რევოლუციის მოწყობას და თუ იქ გამოსდით, რატომ ვერ გამოუვათ საქართველოში ან უკრაინასა და ბელორუსიაში?”

ხოლო “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის, გოჩა თევდორაძის აზრით სააკაშვილ-ბოკერიას ჯგუფი ზუსტად “ფერადი რევოლუციების” ორგანიზატორ ბაიდენ უჭერს მხარს: “მართლაც უცნაური დამთხვევაა, რომ ეს პროცესები მიდის იმ სახელმწიფოებში, რომლებიც შედიან “აღმოსავლურ პარტნიორობაში”, მაგალითად უკრაინა, ბელორუსია, ეხლა კი სომხეთი და აზერბაიჯანი. ასევე, აქაც შეინიშნება იგივე პროცესები და არჩევნების ფონზე ვითარება იძაბება. კარგად ვხედავთ, რომ სააკაშვილ-ბოკერია – ბაიდენისა და კრამერის პოზიციებს იცავენ. ვხედავთ “ქართულ ოცნებას”, რომელიც ორმაგ თამაშს თამაშობს და გაურკვეველი პოზიცია აქვს. “პატრიოტთა ალიანსს” კი გარკვეული პოზიცია აქვს, ჩვენ მხარს ვუჭერთ ტრამპს. ამიტომ, რთული პერიოდია და ამ გზის გავლა აუცილებელია გონივრული მმართველობით, რომ ქვეყანის ინტერესები არ დაზიანდეს”.

აქვე, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. ნებისმიერი რევოლუცია აუცილებლად გარედან ფინანსდება, ამიტომ საჭიროა ყველა ის დაფინანსება, რომელიც დასავლეთიდან საქართველოში ხორციელდება, იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, რადგან დიდი ალბათობაა იმისა, რომ სხვადასხვა პროექტების და გრანტების უკან იგივე ბაიდენ-კრამერის ფონდების საშვალებით შემოდიოდეს ფინანსები რადიკალური პოლიტიკური ძალების ანუ “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართელოს” დასაფინანსებლად. ასევე, ამ მიმართულებით უნდა იყოს სერიოზული კონტროლი კორუფციული სქემების აღსაკვეთად. მოსახლეობას დეტალური ინფორმაცია უნდა ქონდეს, სახელმწიფო რა სესხებს და გრანტებს ღებულობს უცხოეთიდან, რადგან სახელმწიფო სესხი მოქალაქეების გადასახდელია და სრული უფლება გვაქვს ვიცოდეთ.

P.S. მსოფლიო კრიზისი უკვე დაწყებულია, რომელსაც პანდემიაც ხელს უწყობს და პროცესები უფრო სწრაფად ვითარდება, რაც სტატიის დასაწყისშიც ითქვა. ამიტომ საქართველოსთვის მომავალ არჩევნებს დიდი მნიშვნელობა აქვს. იმედია მკითხველისთვის სასარგებლო იქნება სტატიაში მოყვანილი ფაქტები და 31 ოქტომბერს ჯანსაღი აზრი გაიმარჯვებს, რომელზეც დამოკიდებულია საქართველოს მომავალი.

სტატიის ავტორი, საინფორმაციო სააგენტო “პატრიოტის” მთავარი რედაქტორი გიორგი ირემაძე

“თვალსაზრისი”