არაღიარებული მთიანი ყარაბაღი აცხადებს, რომ 5 უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის თურქული წარმოების “Bayraktar TB2”, ჩამოაგდეს

არაღიარებული მთიანი ყარაბაღი აცხადებს, რომ მათმა „თავდაცვის არმიამ“ 5 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, განადგურებული საფრენი აპარატებისგან მინიმუმ ერთი თურქული წარმოების Bayraktar TB2-ის ტიპის საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატია.

შეგახსენებთ, 17 ოქტომბერს აზერბაიჯანმა და სომხეთმა მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის ახალ შეთანხმებას მიაღწიეს. ქვეყნების საგარეო უწყებებში განაცხადეს, რომ ცეცხლი 18 ოქტომბრის 00:00 საათიდან შეწყდებოდა, თუმცა მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს დაწყებული საბრძოლო მოქმედებები არ წყდება. მხარეები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

“აიპიენი”