აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება – მტრის ცოცხალი ძალა და ტექნიკა განადგურდა, ჩვენი არმია ოპერატიულ ვითარებას მთელ ფრონტზე აკონტროლებს

აზერბაიჯანის არმიის მიერ განხორციელებული მოქმედებების შედეგად, ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით მტრის ცოცხალი ძალა და ტექნიკა განადგურდა, – ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, განადგურებულია ორი T-72 ტიპის ტანკი, ოთხი – BM-21 “Grad” YARS-ის სარაკეტო სისტემა, D-30 ტიპის ქვემეხი და 5 ჯავშანმანქანა.

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, მათი ჯარი ოპერატიულ ვითარებას მთელ ფრონტზე აკონტროლებს.

“აიპიენი”