ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ – stopcov.ge-ზე განახლდა.
ამ დროისთვის, ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევათა საერთო რაოდენობა 19 857-ს შეადგენს.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 328-ით გაიზარდა და განკურნებულთა მონაცემი 8 666 გახდა.
დღეის მდგომარეობით, კარანტინის რეჟიმში 6 407 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 2 862. კოვიდ სასტუმროში მოთავსებულია 1 420 ადამიანი.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
“რუსთავი2”