სინოპტიკოსების პროგნოზით, 20 ოქტომბერს ქუთაისში ნალექია მოსალოდნელი.
დღისით ტემპერატურა +19 გრადუსი იქნება, ღამით კი 10.
ასევე იწვიმებს ოზურგეთში, სადაც დღის განმავლობაში +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი არის ნავარაუდევი. ბათუმში ნავარაუდევია +24 გრადუსი სითბო დღის განმავლობაში, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექს ვარაუდობენ ფოთში, სადაც +19 გრადუსს მიაღწევს დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. იწვემებს ზუგდიდშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +18 გრადუსი იქნება, ღამით +7.
+20 გრადუსი სითბო არის მოსალოდნელი სოხუმში, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
მცირე ნალექს ვარაუდობენ მესტიაში, სადაც დღისით +10 გრადუსი იქნება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა 1 გრადუსამდე დაიწევს.
მცირე ნალექსა და +16 გრადუს სითბოს ვარაუდობენ ამბროლაურში, სადაც ღამის განმავლობაში ტემპერატურა +5 გრადუსი დაფიქსირდება.
იწვიმებს ჭიათურაშიც, სადაც ტემპერატურა დღისით +17 იქნება, ღამით კი +8 გრადუსი არის ნავარაუდევი. მცირე ნალექია ნავარაუდევი ასევე ახალციხეში. აქ დღისით +17 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსამდე დაიწევს.
ბორჯომში ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +18 გრადუსი იქნება, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე წვიმას ვარაუდობენ სინოპტიკოსები ბაკურიანში. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +19 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.
გორში +21 გრადუსი და მცირე ნალექი არის ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა ღამის განმავლობაში +9 გრადუსი დაფიქსირდება.
ცხინვალში ჰაერის ტემპერატურა +19 გრადუსი იქნება, ღამით კი ტემპერატურა +7 გრადუსამდე დაიწევს.
გუდაურში +13 გრადუსი მცირე ნალექია ნავარაუდევი. ღამით ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსი არის მოსალოდნელი. მცირე ნალექს ვარაუდობენ სინოპტიკოსები ომალოში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღისით +12 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი არის ნავარაუდევი.
ასევე მცირე ნალექია მოსალოდნელი ლაგოდეხში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +24 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი 8 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე იწვიმებს თელავში, სადაც დღის განმავლობაში +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსი არის მოსალოდნელი.
+26 გრადუსი სითბო არის ნავარაუდევი გურჯაანში, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე მცირე ნალექს ვარაუდობენ სიღნაღში, სადაც +26 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +10 გრადუსი არის ნავარაუდევი.
რუსთავში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +26 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე მცირე ნალექია მოსალოდნელი თბილისში, სადაც დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
“იმედინიუსი”