ენტონი ფაუჩისთვის რომ მომესმინა, 500 000 გარდაცვლილი გვეყოლებოდა. ხალხი დაიღალა ფაუჩის და ყველა იდიოტის მოსმენით

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელს ენტონი ფაუჩის „კატასტროფა“ უწოდა.

 

„ენტონი ფაუჩი კატასტროფაა, მისთვის რომ მომესმინა, 500 000 გარდაცვლილი გვეყოლებოდა,“- განაცხადა ტრამპმა.

ტრამპის თქმით, ამერიკელებს პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები მობეზრდათ.

”ხალხი ამბობს: უბრალოდ თავი დაგვანებეთ. ისინი დაიღალნენ ამით. ხალხი დაიღალა ფაუჩის და ყველა ამ იდიოტის მოსმენით ”, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, ენტონი ფაუჩიმ CBS-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კოვიდ 19-ით დაინფიცირება სრულებით არ გაკვირვებია. „შევწუხდი, რომ ის ავად გახდებოდა, როდესაც დავინახე, რომ ხალხში აბსოლუტურად სარისკო სიტუაციაში იყო – ხალხისგან მოშორებით არ იდგა და პირბადე თითქმის არავის ეკეთა. როდესაც ეს ტელევიზიით ვნახე, ვთქვი, ღმერთო ჩემო, ამას კარგი არაფერი მოჰყვება, ეს პრობლემა გახდება“, – განაცხადა ფაუჩიმ.

ცნობისათვის, ენტონი ფაუჩის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელის თანამდებობა 1984 წლიდან უკავია.

 

“ინტერპრესნიუსი”