“კობახიძე უტიფრად გვარწმუნებს, რომ გიგა ბოკერიას გაცილებით მეტი მხარდაჭერა აქვს, ვიდრე ირმა ინაშვილს”

კობახიძე უტიფრად გვარწმუნებს, რომ მწამებელ ბოკერიას გაცილებით მეტი მხარდაჭერა აქვს, ვიდრე ირმა ინაშვილს და პატრიოტთა ალიანსს !!!

 

 


ე:წ კვლევები რომელიც ქართულმა ოცნებამ გაასაჯაროვა ზედმიწევნით გადმოსცემს კობახიძე – ბოკერია – მდინარაძის თანამშრომლობას.
კობახიძის ქართულმა ოცნებამ მწამებლების ერთი ნაწილი გარეცხა და პოლიტიკურ ველზე დააბრუნა, ხოლო მეორე ნაწილი ბოკერია – უგულავა – ბაქრაძის სახით სათანამშრომლოდ დაიტოვა.
ამას კობახიძემ ევროპიდან წამოსული სიგნალი დაარქვა და აგვიხსნა, რომ მკვლელებთან და ქართული მიწების გამყიდველ თანაოკუპანტებთან თანამშრომლობას ის ევროპა უნთებს მწვანე შუქს, რომლისკენაც ეს ორი კოჰაბიტირებული ჯგუფი მიგვაქანებს.
ჩნდება ლეგიტიმური კითხვა !!!
ჯდება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებში იმ დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობა, რომლებიც ჩვენი ქვეყნის გამყიდველებს და ჯალათებს მთელი სხეულით ეფარება !!!
ქართველი ხალხისთვის მიუღებელი იქნება კრამერების – ბრაიზების და კუბილიუსების დასავლეთი, რომელიც მფარველობს მწამებელ ბოკერია – სააკაშვილებს და თავს გვახვეს მათ პოლიტიკურ დღისწესრიგს.
დასავლელი დიპლომატების მხრიდან თუ არ შეწყდება ქართველ ხალხზე ზეწოლა და ბოკერია – სააკაშვილების თავხედური, ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ ლობირება ქართველი ხალხი დაემშვიდობება კუბილიუს – კრამერების დასავლეთს და ისე ჩააბარებს წარსულს როგორც სააკაშვილის რეჟიმი ჩააბარა.

ირაკლი ჯანყარაშვილი

“თვალსაზრისი”