პარლამენტში დავაყენებთ ეკლესიისთვის დაფინანსების შეწყვეტის და ქონების შესწავლის საკითხს– თამარ კორძაია

„რესპუბლიკური პარტია“ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პარლამენტში ეკლესიისთვის საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტისა და ქონებების გადაცემის შესწავლის საკითხს დააყენებს.

 

ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ პოლიტიკურმა მდივანმა თამარ კორძაიამ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„სეკულარიზმი კვლავ რჩება „რესპუბლიკური პარტიის“ ძირითად იდეად, ორდონიანი თვითმართელობის სისტემის ჩამოყალიბებასთან ერთად. რა თქმა უნდა, დღესაც ვთვლით, რომ ზედმეტად ჭარბი ძალაუფლება საპატრიარქოს არ უნდა ჰქონდეს და დიახ, თვითმართველობის არჩევნებისთვის გაკეთებულმა კლიპმა მოიტანა ის, რომ დღეს უკვე ყველა ლაპარაკობს ამ თემაზე – თვითმართველობები გადაყლაპული აქვთ იმ სასულიერო პირებს, რომლებიც ბოროტად სარგებლობენ თავიანთი ძალაუფლებით. ცხადია, ეს თემა ჩვენთვის იყო, არის და იქნება პრიორიტეტული. მიგვაჩნია, რომ თუ რამე აფერხებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ერთ-ერთი სწორედ ეს არის.არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში  ჩვენი პარტიის სახელით დავსვამთ ყველა ქონების გადაცემის შესწავლის, მათ შორის დაფინანსების საკითხს“ – განაცხადა კორძაიამ.

“პრაიმტაიმი”