ქართული მედია არა მხოლოდ დავით-გარეჯის მონასტრების დაბრუნების წინააღმდეგია!

ინტერნეტ-რესურსი “მედიაკრიტიკა” აქვეყნებს ზაალ ანჯაფარიძის სტატიას იმის თაობაზე, თუ როგორ არაჯანსაღ რეაქციას ავლენს ქართული (თუკი ამას ქართული ჰქვია) მასმედია დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის და ქართულ-აზერბაიჯანული საზღვრის დაზუსტების თემასთან დაკავშირებით.

კერძოდ, ბატონი ზაალის სტატიაში აღნიშნულია:

“ოპოზიციის სასარგებლოდ უკვე ღიად მომუშავე სამი ტელევიზია „ფორმულა“, ტვ „პირველი“ და „მთავარი არხი“ (და მათი რესპონდენტები) თავგამოდებით ცდილობენ, საკითხი ისე წარმოაჩინონ, თითქოს აღმოჩენილი ახალი რუკები, რომელთა თანახმადაც დავით გარეჯის კომპლექსის სადავო მონაკვეთი საქართველოს ტერიტორიაზე უნდა მოხვდეს, მცდარია და რომ ეს ყოველივე რუსეთის ხრიკებია (?!).

ზემოხსენებული მედიასაშუალებების რიტორიკა, განსაკუთრებით მიმდინარე წინასაარჩევნო პერიოდში, თითქმის ზუსტად იმეორებს ცალკეული ოპოზიციური პარტიების მესიჯ-ბოქსს. რომელიმე შიდაპოლიტიკურ საკითხთან დაკავშირებით ამგვარი პოზიცია, ალბათ, არც იქნებოდა გასაკვირი იმის გათვალისწინებით, რომ ამასვე ამტკიცებენ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები და მათი მოკავშირეები აკადემიური თუ არასამთავრობო სექტორიდან. კერძოდ, ისინი გვეუბნებიან, რომ ახლად აღმოჩენილი რუკები არაფერს ნიშნავს და დავით გარეჯის კომპლექსის ერთი ნაწილის ტერიტორია მართლაც აზერბაიჯანს ეკუთვნის, მაგრამ საკითხის ეროვნული მნიშვნელობის გათვალისწინებით მაინც საკვირველია, რომ საქართველოს მოქალაქეები ცდილობენ, თავიანთ ქვეყანას მოუსპონ დავით გარეჯის სადავო მონაკვეთის დაბრუნების შანსი.

ამასთანავე, ყოფილ ხელისუფლებასთან უნისონში მოქმედი ოპოზიციური მედია აქტიურად ალაპარაკდა „რუსული კვალის“ ყბადაღებულ თემაზე და მას მიუძღვნა გადაცემების მთელი სერია, სადაც კიდევ ერთი პარადოქსის მოწმენი გავხდით: ამ მედიასაშუალებათა მტკიცებით, ახლად მოპოვებული რუკების გამოყენება, რომლებითაც დავით გარეჯი საქართველოს ტერიტორიაზე ხვდება, პრორუსულობის ნიშანი ყოფილა, ხოლო რუკების უგულებელყოფა და დავით გარეჯის ნაწილის აზერბაიჯანის კონტროლქვეშ დატოვება − პატრიოტიზმის გამოვლინება”.

უნდა აღვნიშნოთ, რომ სტატიის ავტორს ძალიან სწორი დაკვირვებები აქვს გაკეთებული, თუმცა ამის შემჩნევა იოლი იყო და ყველანი ვგრძნობთ, რომ “ქართული” მასმედია მაინცდამაინც ქართული არ უნდა იყოს, ვინაიდან დავით-გარეჯის საქართველოსადმი იურიდიული კუთვნილების ფაქტი ასე  აღზიანებს მას და, შესაბამისად, მასმედია კრიჭაში უდგას საკუთარი ქვეყნის, საკუთარი ერის ინტერესს. ეს პრინციპში არც ისე გასაკვირია, თუკი გავიხსენებთ, რომ “ქართული” მასმედია დიდწილად იკვებება სოროსის ფონდისა და სხვა ამერიკული ფონდებისაგან, ძირითადად, სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო თანამშრომლობის სტრუქტურის – “იუსეიდის”დაფინანსებით. სამი ათწლეულის მანძილზე გაწვრთნილ-გამოთაყვანებული ჟურნალისტიკისათვის ყველაფერი, რაც კი უკავშირდება ქართულ და, განსაკუთრებით, რელიგიურ სიწმინდეებს – მართლმადიდებლობას, რწმენას, სულიერებას…, ყველაფერი ეს არის მათთვის ორგანულად მიუღებელი. ამ გარემოებას ემატება კი არა და, ყველაფრის საფუძველია ცხოველური რუსოფობია. რუსოფობია არის დასავლეთის პოლიტიკური ისტებლიშმენტის პირდაპირი დაკვეთა, რომელიც არის ღერძი ქართული ფსევდოპოლიტიკისა და ანადგურებს საქართველოს, უარჰყოფს ქართული ინტერესების არსებობას, ამ ინტერესებს მთლიანად უქვემდებარებს დასავლეთის დიქტატს.

რეალურად, დავით-გარეჯას სამონასტრო კომპლექსი ბალასტი იყო და მისი მნიშვნელოვანი ნაწილი ხალისით მიჰყიდა აზერბაიჯანელ მეზობლებს სააკაშვილმა, ვინაიდან ისიც ზემოთ აღნიშნული მასმედიის სულისკვეთების მატარებელია, ამერიკული “ტრენინგების” პროდუქტია. სააკაშვილი და მისი ბანდის ანასხლეტები – “რესპუბლიკელები” და სხვები, მათ შორის, “ლელოს” წარმომადგენელი ანა დოლიძე, არ მალავენ თავიანთ გაღიზიანებას და უნდათ, რომ დავით-გარეჯა აზერბაიჯანს დარჩეს.

თუკი ყოველივე ამას ვხედავთ და ამაზე ვთანხმდებით, რომ ასეა, გავიხსენოთ სხვა ტერიტორიებიც. კერძოდ, შიდა ქართლი, ქსნის ხეობა, რომელიც ქართული იურისდიქციის ქვეშ იყო და ეს იურისდიქცია სააკაშვილმა 2008 წლის ომის შემდეგ დიპლომატიური ბრძოლის გარეშე დათმო. უბრალოდ, ჩააბარა მეორე მხარეს. რატომ? – პასუხი მან თავად გასცა ამ კითხვას, როდესაც თავის დროზე თქვა კიდეც, რა გააჭირეთ საქმე, რამდენიმე სოფელი და ქვების გროვა წაიღო რუსეთმა, ჩვენ კი სამაგიეროდ, მსოფლიოს ვაჩვენეთ რუსეთის დამპყრობლური სახეო…

აი ასეა, სოროსელებისთვის საქართველო, მისი ტერიტორია, ვაჭრობის საგანია, რაღაც სხვა, საეჭვო, არაქართული მიზნებისათვის. ამიტომაც ეძახიან “რუსულ ნარატივებს” იმას, რასაც რუსეთთან დაახლოების გზით საქართველოს ერთიანობის აღდგენის შესაძლებლობა ჰქვია, რისთვისაც იღვწის ქართველების მცირე, მაგრამ მოწინავე ნაწილი. აფხაზეთის და შიდა ქართლის პრობლემა სოროსელებს ფსევდოპატრიოტიზმისთვის სჭირდებათ, რადგან ეს პრობლემა რუსეთთან არის დაკავშირებული და, შესაბამისად, იოლად იყენებენ მას ანტირუსულ პროპაგანდაში (“რუსული ოკუპაცია”, “რუსეთმა წაგვართვა აფხაზეთი და სამაჩაბლო”, “რუსეთმა დააბრუნოს ტერიტორიები” და ასე შემდეგ). მაგრამ როდესაც აფხაზეთისა და შიდა ქართლის ერთადერთ სწორ რეინტეგრაციის გზას სთავაზობ მათ – ისევ და ისევ რუსეთთან მოლაპარაკებებს, ეს რეალობა მათ ისტერიკას და დესტრუქციულ პასუხს იწვევს.

აი ეს მომენტიც უნდა იქნას გათვალისწინებული, როდესაც დავით-გარეჯის თემასთან დაკავშირებით “ქართული” მასმედიის გაცხარებას ვხედავთ; სოროსელებს არა მარტო დავით-გარეჯი არ უნდათ, მათ არც აფხაზეთი და შიდა ქართლი და, არც სრულიად საქართველო არ უნდათ. რუსეთთან მოლაპარაკება და ქვეყნის შემდგომი რეინტეგრაციის შესაძლებლობის გაჩენა მათ უფუნქციობას და შემდეგ ეტაპზე გაქრობას ანუ “ჩარეცხვას” გამოიწვევს. დასავლეთს კი ძალიანაც სჭირდება საქართველო, უფრო სწორად, მისი ტერიტორია – ყველანაირი პროვოკაციის მოსაწყობად და რუსეთთან დიპლომატიურ ვაჭრობაში გამოსაყენებლად, ამიტომ, დასავლეთს სჭირდება სოროსული რეფლექსების მქონე ცხოველები ქართულ ჟურნალისტიკასა და პოლიტიკაში.

ასეთ პოლიტიკურ მოცემულობაში, სანამ საქართველოში პოლიტიკურად დომინირებენ სოროსელები, დავით-გარეჯის გასხვისებული მონასტრების დაბრუნების პერსპექტივა არ არსებობს, ისევე, როგორც არ არსებობს არც ერთი სხვა ტერიტორიული საკითხის გადაწყვეტის შესაძლებლობა.

 

გუჯარ გარეჯელი