აშშ მზადყოფნას გამოთქვამს, დაუყოვნებლივ გამართოს შეხვედრა რუსეთთან ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის საკითხთან დაკავშირებით, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მორგან ორტაგუსმა განაცხადა.
„ვაფასებთ რუსეთის სურვილს, მიაღწიოს პროგრესს ბირთვული შეიარაღების კონტროლის საკითხზე. შეერთებული შტატები მზად არის დადასტურებადი შეთანხმების მიღწევის მიზნით დაუყოვნებლივ შეხვედრისთვის,“- აღნიშნულია მორგან ორტაგუსის განცხადებაში.
ცნობისთვის, მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, რუსეთი მზად არის, აშშ-სთან ერთად ერთი წლით გაყინოს ბირთვული იარაღის მარაგები იმ შემთხვევაში თუ New START-ის შეთანხმება ამავე პერიოდით გახანგრძლივდება და თუკი აშშ-ს დამატებითი მოთხოვნები არ ექნება.
“აიპიენი”