“დემოკრატიის და სიტყვის თავისუფლების ეგიდით ფაქტიურად ყველაფერი მოსულა”- მერაბ კაჭახიძე

მერაბ კაჭახიძე სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

 

ბოზების ზეობის დროში ვცხოვრობთ.
სქესს არ აქვს მნიშვნელობა, ვისაც არ ეზარება თავზე და ნამუსზე აუღია ხელი, მოუღია პირი და მაქსიმალურად გულისამრევი და ამორალური ფორმით ავრცელებს ათასნაირ პასკვილებს, ტყუილებს, მიდის ღიად დასმენა – ჩაშვება, მოკლედ ყველაფრის კადრება.
თვით ავადსასხსენებელი კომუნისტების პერიოდში მუშაობდა ელემენტარული ეთიკის ნორმა და მინიმუმ ორი მაკონტროლებელი ყავდა შარლატანების კლასტერს. ერთი, აღზრდილ – განათლებული საზოგადოება და მეორე ქუჩა სადაც შენს ყველა არასწორ ნათქვამ – საქციელზე პასუხი მოგეთხოვებოდა.
დღეს ეს ყველაფერი გამქრალია, დემოკრატიის და სიტყვის თავისუფლების ეგიდით ფაქტიურად ყველაფერი მოსულა. ჩვენც რაში ვართ უნიჭონი, თუ წამხედურობა გვაკლია, რომ სხვას ჩამოვრჩეთ და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. 
პ.ს. არჩევნებამდე რაღა დარჩა და არჩევნების მერე მისახედია ეს საკითხი გრიგოლიჩ, ხომ დარწმუნდი რომ “ევროპის დემოკრატიით გაკვირვება” არაფერში გვარგია?! მე და შენ კი არა ქვეყანას არ წაადგება სახვალიოდ. დაკარგა ქართველმა კაცმა თავისი სახე, სიამაყე, სიტყვის პატრონობის განცდა და იმას კადრულობს, რაც ჩემს სიყმაწვილეში ქალსაც არ ეპატიებოდა. 
განმარტება
ბოზი – ჩამშვები, ენატანია, ყველაფრის მკადრებელი.
თორემ უძველესი პროფესიის სფეროში მოღვაწეთ არაფერს ვერჩი.
ეს მათი არჩევანია. 

წყარო