იურისტი, ქეთევან ზარნაძე სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
კაცი მოკვდა. იცდის, როდის ეტყვიან, სად გაამწესეს. მოვიდა ანგელოზი, საკმაოდ შეფიქრიანებული სახით, და ეუბნება – ძალიან უცნაური ამბავია შენს თავს – ღმერთმა ვერ გადაწყვიტაო – ბევრი მამაძაღლობა გაქვს ჩადენილი და წესით, ჯოჯოხეთი შენთვის ზედგამოჭრილი უნდა იყოს, მაგრამ საკმაოდ ბევრი სიკეთეც მოგისწრია და ამიტომ ასეთი უცნაური რამ გვითხრა – ორივე აჩვენეთ, სამოთხეც და ჯოჯოხეთიც და თავად აირჩიოსო! გახარებულმა კაცმა ხელები მოიფშვნიტა და – მანახეთ სამოთხეო! წაიყვანეს – საოცარი სილამაზეა ირგვლივ, ჩიტები გალობენ, ანგელოზები ფრენენ, ყვავილები საოცარ სურნელს აფრქვევენ, ნაკადულის ჩუხჩუხი და ჰარმონიული მუსიკა იღვრება… ძალიან მოეწონა კაცს, მაგრამ თქვა, – ამის შანსი მეორედ არ მექნება და მოდით, ბარემ, ჯოჯოხეთსაც ვნახავო!
ჯოჯოხეთი მიწისქვეშა მდებარე უშველებელი კაზინო-რესტორანია – ფულები, სათამაშო აპარატები, სტრიპტიზი, ჯაზი უკრავს, ვისკი მდინარეებად მოედინება, სცენაზე საოცარი შოუ მიდის, აქეთ კარტს თამაშობენ, იქეთ – რულეტკას… მოკლედ, დუღს იქაურობა. მოხიბლულმა კაცმა, ცოტა დარცხვენილმა თქვა, კარგი კი იყო სამოთხე, მაგრამ ცოტა მოსაწყენი მეჩვენა, აქ უფრო მხიარულებაა, აქ დავრჩებიო!
ეს როგორც კი თქვა, ოთხმა რქიანმა ეშმაკმა დაავლო ხელი და მიათრევენ მეორე ოთახში, სადაც უზარმაზარ კოცონზე უშველებელ ქვაბში კუპრი თუხთუხებს! აყვირდა შიშით გაგიჟებული კაცი – ეგ არ მინდა! მე ის მინდა, – კაზინო, სტრიპტიზი და ჯაზ-კონცერტი რომ იყო, ის ავირჩიე მეო!
ეგო, ჩვენი რეკლამა იყოვო!