საქართველოში სომხები და აზერბაიჯანელები ერთად ცხოვრობენ და ქრისტიანულ და მუსლიმურ დღესასწაულებს აღნიშნავენ – რუსულ სააგენტო “ტასთან” აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აზერბაიჯანელებისა და სომხების მშვიდობიანი თანაცხოვრების მაგალითად საქართველო დაასახელა.
“რატომ შეუძლიათ აზერბაიჯანელებს და სომხებს რუსეთში ერთად იცხოვრონ, საერთო ბიზნესი და შერეული ოჯახები ჰქონდეთ? საქართველოს ზოგიერთ სოფელში სომხები და აზერბაიჯანელები ერთად ცხოვრობენ და ქრისტიანულ და მუსლიმურ დღესასწაულებს აღნიშნავენ. რატომ ცხოვრობს აზერბაიჯანში ათასობით სომეხი ღირსეულად, როგორც ჩვენი მოქალაქეები?- ამიტომ, მსგავსი ფაშისტური თეზისები მოგვარებას ხელს არ უწყობს,”- აცხადებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.
“პროგრესნიუსი”