ის კბილებამდე შეაიარღებულია. ავტომატით, პისტოლეტით, ყუმბარით, რომელიც საბრძოლო მდგომარეობაშია მოყვანილი!

“ის კბილებამდე შეაიარღებულია. ავტომატით, პისტოლეტით, ყუმბარით. რომელიც საბრძოლო მდგომარეობაშია მოყვანილი” – ამის შესახებ, საქართველოს ბანკის” ზუგდიდის ფილიალში მძევლად აყვანილმა ირაკლი კვარაცხელიამ განაცხადა.

ის ტელეკომპანია “მთავარს” ჩაერთო:

– “ის კბილებამდე შეაიარღებულია. ავტომატით, პისტოლეტით, ყუმბარით. რომელსაც მოხსნილი აქვს დამცველი და ხელში უჭირავს. ამიტომ, ამ სიტუაციის ძალადობრივი გზით მოგვარება გამორიცხულია. ეს გამოიწვევს მძევლების მსხვერპლს. გამტაცებელი ითხოვს ნახევარ მილიონ დოლარს და რაც შეილება სწრაფად შემოვიდეს ვინმე შეუიარაღებელი, ვისაც აქვს მოლაპარაკების ლეგიტიმაცია” – ამბობს ირაკლი კვარაცხელია.

ტყვის გვერდით, იმყოფება შეიარაღებული პირი, ვის გზავნილსაც ახმოვანებს თავად. მისივე თქმით, ამ ადამიანთან ჰქონდათ საუბარი და იყო დაპირება, რომ გარედან ვინმე შემოვიდოდა სასაუბროდ, თუმცა ამ დრომდე არავინ შემოსულა.

წყარო: ghn.ge