მორიგი ანტირეკორდი – COVID-19-ის 1 351 ახალი შემთხვევა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ – stopcov.ge-ზე განახლდა.

ამ დროისთვის, ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევათა საერთო რაოდენობა 20 208-ს შეადგენს.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 337-ით გაიზარდა და განკურნებულთა მონაცემი 9003 გახდა.

დღეის მდგომარეობით, კარანტინის რეჟიმში 4462 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –  3071. კოვიდ სასტუმროში მოთავსებულია 1772 ადამიანი.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

“რუსთავი2”