ფარმაცევტული კომპანიები, რომლებიც ცდილობენ, გაიტანონ და ფული იშოვონ,- ამის შესახებ ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ ტელეკომპანია “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.
როგორც ფხაკაძემ აღნიშნა, მსოფლიოში არც ვაქცინა არსებობს და არც წამალი, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგაა მიმართული.
“ფარმაცევტული კომპანია არის დაინტერესებული ფული იშოვოს, გასაგებია, ბიზნესი უნდა გააკეთოს, მაგრამ იმისთვის არსებობენ მეცნიერები, რომ შეაფასონ ეს მუშაობს თუ არა. პასუხისმგებლობით გეუბნებით, მსოფლიოში არცერთი წამალი, არცერთი ვაქცინა, არცერთი მკურნალობის პროცესი არ არის, რომელიც არის ოფიციალურად კოვიდის საწინააღმდეგოდ. თუ ვინმე რამეს ყიდის, ან გეუბნებათ, რომ ჩვენ გვაქვს, ეს ყველაფერი არის ტყუილი. ვაქცინის 150- ზე მეტი კანდიდატია, არის სამეცნიერო ცდები. არის ასევე წამლები, რომლებზეც აკეთებენ ცდებს, თუმცა ეს არის საშიში, რადგან არც ვიცით, უსაფრთხოა თუ არა”,- განაცხადა ფხაკაძემ.
გარდა ამისა, ფხაკაძის რეკომენდაციაა, რომ სამედიცინო პერსონალმა და ასევე, მოქალაქეებმა ქურურგიული პირბადე გამოიყენონ და არა დოლბანდის.
“აიპიენი”