რომის პაპი ფრანცისკე მიიჩნევს, რომ ერთი და იმავე სქესის წყვილებისთვის სამოქალაქო კავშირის შესახებ კანონის მიღება არის საჭირო.
ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია NBC News-ი ავრცელებს.
„ჰომოსექსუალებს უფლება აქვთ, ოჯახის ნაწილი იყვნენ. ისინი ღვთის შვილები არიან და ოჯახის ქონის უფლება აქვთ. არავინ უნდა განდევნონ, ან გააუბედურონ ამის გამო. სამოქალაქო კავშირის შესახებ კანონი უნდა შევქმნათ. ამ გზით ისინი სამართლებრივად დაცულნი იქნებიან“, – განაცხადა რომის პაპმა დოკუმენტურ ფილმში „ფრანცისკე“.
“იმედი”