საქართველოს ბანკი – ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რათა პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს

“საქართველოს ბანკი” ზუგდიდის ფილიალში შეიარაღებული პირის შეჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც ‘ექსპრესნიუსს” ბანკის პრესსამსაურმა აცნობა, „საქართველოს ბანკი“ სრულ კოორდინაციაშია შსს-სთან და მოქმედებს უწყების მითითებების შესაბამისად.

„ჩვენ სრულ კოორდინაციაში ვართ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ვმოქმედებთ მათი მითითებების შესაბამისად. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს” – აღნიშნულია ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ ძარცვა მიმდინარეობს. როგორც ცნობიალია, ბანკის შენობაში შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მიმდინარეობს სპეცოპერაცია.

წყარო: epn.ge