სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები მოსკოვში გაემგზავრნენ

სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები მოსკოვში გაემგზავრნენ. აღნიშნული ინფორმაცია როგორც ოფიციალურმა ერევანმა, ასევე ბაქომაც დაადასტურა.

აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ჯეიჰუნ ბაირამოვი რუსეთის დედაქალაქში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა. ოფიციალური ბაქოს ცნობით, დაგეგმილია მისი შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან.

ამასთანავე, ცნობილია, რომ მოსკოვში უკვე ჩავიდა სომხეთის საგარეო საქეთა მინისტრი, რომელიც ასევე უნდა შეხვდეს სერგეი ლავროვს. ერევანში აცხადებენ, რომ შეხვედრი მთავარი თემაა არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რეალიზაცია.

წყარო: epn.ge