„სოცქსელებში  65-ჯერ დაიბლოკა ტრამპის პროფილები, ჯო ბაიდენის კი 0-ჯერ”

პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

 

სოციალურ ქსელებში 65-ჯერ დაიბლოკა ტრამპის და მისი კამპანიის პოსტები და პროფილები. ჯო ბაიდენის კი 0-ჯერ. საქართველოშიც გახშირდა ბლოკირების შემთხვევები. სოციალური ქსელების მიერ ცენზურა უკვე ზღვარს სცდება და მთელი პლანეტისთვის გამოწვევა ხდება.

ეს იგივეა, რომ მაგთის ან ჯეოსელს არ მოეწონოს თქვენი საუბარი თქვენს მეგობართან და გაგითიშოთ სატელეფონო ზარი.

უმცირესობა ცდილობს უმრავლესობის ინფორმაციულ მართვას – ამას აპარტეიდი ჰქვია. შექმნილი სიტუაციიდან ტოტალიტარიზმამდე კი ერთი ნაბიჯია.

წყარო