ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალიდან სამართალდამცველებმა მძევლების ნაწილი გამოიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, ხუთამდე მძევალი შენობიდან სახანძრო ამწეს საშუალებით გამოიყვანეს. ისინი სამართალდამცველებმა გამოკითხვაზე გადაიყვანეს.
ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები, სპეცოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. მომხდარის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა შსს-მ.
წყარო: kvira.ge