ამირან გამყრელიძე – კორონავირუსთან ერთად ცხოვრება კიდევ კარგახანს, სულ მცირე წელიწად-ნახევარი მოგვიწევს

კოვიდთან ერთად ცხოვრება კიდევ კარგახანს, სულ მცირე წელიწადი, წელიწად-ნახევარი მოგვიწევს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ერთადერთი ეფექტური საშუალება კორონავირუსთან საბრძოლელად არის პირბადე,

„კოვიდთან დაკავშირებით მე კვლავ გავამახვილებ ყურადღებას, უნდა ველოდოთ, რომ ზრდა იქნება, რადგან ეს ტენდენცია გლობალურია და მარტო საქართველო ამას შევაჩერებთ, ამიტომ სლოგანი რომ უნდა ვიცხოვროთ კიდევ კარგა ხანს კოვიდთან ერთად, ხშირად მეკითხებიან რა არის კარგახანს და ჩემი პასუხია, სულ მცირე წელიწადი, წელიწად-ნახევარი და უნდა მივეჩვიოთ, რომ ამ ხნის განმავლობაში პირბადე გახდება ჩვენი ცხოვრების ისეთივე ატრიბუტი, როგორიც ცხვირსახოცია, რადგან ჯერჯერობით პირბადეზე უკეთესი დამცველობითი მეთოდი ვერ გამოიგონა მედიცინამ, იცით სერიოზული პროგრესია ვაქცინების კვლევებში, გარკეულ წამლებთან მიმართებაში, მაგრამ ჯერ არც ერთი დამტკიცებული არ არის და არც ერთის ეფექტურობა ცნობილი არ არის, ეფექტურობა ცნობილია პირბადის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.