ბელარუსში ალექსანდრ ლუკაშენკოს და რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, სერგეი ნარიშკინის შეხვედრა მიმდინარეობს

ბელარუსში ალექსანდრ ლუკაშენკოს და რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, სერგეი ნარიშკინის შეხვედრა მიმდინარეობს.

 

ბელარუსის პრეზიდენტმა სერგეი ნარიშკინს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურიდან ინფორმაციის რეგულარული მიღებისთვის მადლობა გადაუხადა.

ლუკაშენკამ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ სამოკავშირეო სახელმწიფოს გარშემო მარტივი ვითარება არ არის.

„ბელარუსს და რუსეთს ამ „შეშლილ მსოფლიოში“ ცოტა მეგობარი ჰყავთ“, – თქვა ლუკაშენკომ.

მანამდე ნარიშკინმა განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური ყურადღებით აკვირდება ბელარუსში არსებულ ვითარებას, ასევე დასავლეთის გეგმებს ამ ქვეყანასთან დაკავშირებით და მუდმივ კონტაქტს ინარჩუნებს ბელარუსის სპეცსამსახურებთან.

“1არხი”