ევროკავშირი საქართველოს უსაფრთხო ქვეყანად აღარ მიიჩნევს

როგორც Reuters–ის ორმა დიპლომატიურმა წყარომ აღნიშნა, წინადადება კვირის ბოლომდე იმ შემთხვევაში გაფორმდება, თუ ევროკავშირის 27 ქვეყნიდან არცერთი არ იქნება მისი წინააღმდეგი.

ევროკავშირი აპირებს, ამოიღოს კანადა, საქართველო და ტუნისი „თეთრი სიიდან“, რომელშიც COVID 19–ის პანდემიის პირობებში მოგზაურობისთვის უსაფრთხო ქვეყნები შედიან და რომლებთანაც შენგენის ზონის სახელმწიფოებს  გარე საზღვრების გახსნის უფლება აქვთ, იუწყება Reuters–ი ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, „თეთრ სიას“ დაემატება სინგაპური.

გამოცემის ცნობით, ევროკავშირის 27 ქვეყნის ელჩებმა აღნიშნული გადაწყვეტილება ამ სამ სახელმწიფოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობი ზრდის გამო მიიღო.

როგორც მოსალოდნელია, ახალი სია ოფიციალურად კვირის  ბოლომდე გამოქვეყნდება. თუმცა როგორც Reuters–ის ორმა დიპლომატიურმა წყარომ აღნიშნა, წინადადება კვირის ბოლომდე იმ შემთხვევაში გაფორმდება, თუ ევროკავშირის 27 ქვეყნიდან არცერთი არ იქნება მისი წინააღმდეგი.

ამასთან აღსანიშნავია, რომ „თეთრ სიას“ სავარაუდოდ ცხრა ქვეყანა დაემატება: ავსტრალია, ჩინეთი, ახალი ზელანდია, რუანდა, სინგაპური, ტაილანდი, ურუგვაი, სამხრეთ კორეა და იაპონია.

მანამდე ევროკავშირის საბჭომ განმარტა, რომ მოგზაურობაზე შეზღუდვების მოხსნის კრიტერიუმები გაერთიანების არაწევრი ქვეყნების მიმართ, მოიცავს ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შეფასებას, კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის ეროვნულ ღონისძიებებს და ასევე ეკონომიკურ და სოციალურ ასპექტებს.

“სპუტნიკი”