აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილამ ალიევი აცხადებს, რომ სომხეთში დაქირავებული მებრძოლები შედიან.
მისივე თქმით, იგზავნება დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკაც.
„ჩვენს ყველა სოფელში განადგურებულია შენობები, განადგურებულია ჩვენი მეჩეთები. გუშინ მთელმა მსოფლიომ დაინახა ინტერნეტში ზანგილანის ერთ-ერთ სოფელში განადგურებული მეჩეთის კადრები. მათ ჩვენი მეჩეთები შეურაცხყვეს. მათ ჩვენი ყველა ისტორიული ძეგლი გაანადგურეს. სახლებიდან, შეიძლება ითქვას, მხოლოდ ქვები დარჩა. წაიღეს სახურავები, ფანჯრები, საყოფაცხოვრებო ნივთები.
იქ დაქირავებული მებრძოლები მიდიან. დიდი რაოდენობით იარაღი იგზავნება. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს სამართლიან საქმეს, ჩვენს გვერდით არის ისეთი ძმური ქვეყანა, როგორიც თურქეთია, ჩვენ ყოველთვის ერთად ვართ” – განაცხადა ალიევმა.
წყარო: itv.ge