პირობას ვდებ ჩემი ბებიისა და ბაბუის საფლავზე, რომ ქვეყანას ოლიგარქისგან გავათავისუფლებთ

“პირობას ვდებ ჩემი ბებიისა და ბაბუის საფლავზე, რომ ამ ქვეყანას გავათავისუფლებთ იმ ოლიგარქისგან, რომელმაც მოიკალათა ყველგან” – ამის შესახებ  “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ხატია დეკანოიძემ, საჩხერეში, მაჟორიტარობის წარდგენის დროს განაცხადა.

როგორც იგი ამბობს: “მე აქ თქვენთან ერთად, ჩემს მეგობრებთან ერთად, მინდა მხარი დავუჭირო და საჩხერლებს, ჭიათურელებს, ხარაგაულელებს მოვუწოდო, რომ მივიდნენ 31 ოქტომბერს და მხარი დაუჭირონ გიორგი კაპანაძეს, რომელიც არის დაუღალავი მებრძოლი, დაუღალავი ადამიანი და იქნება თქვენი წარმომადგენელი, თქვენი უშუალო მეგობარი საქართველოს უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში. პირობას ვდებთ ყველა ერთად, პირობას ვდებ ჩემი ბებიისა და ბაბუის საფლავზე, რომ ამ ქვეყანას გავათავისუფლებთ იმ ოლიგარქისგან, რომელმაც მოიკალათა ყველგან. მაგისი სამშობლო არ არის, ჩვენი სამშობლოა! ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი და გასასხვისებელი ქვეყანა. ჩემო ძვირფასებო, ჩავკიდოთ ხელი ერთმანეთს, დავუჭიროთ მხარი გიორგი კაპანაძეს და მოვიგოთ არჩევნები, რომელიც იქნება ჩვენი მომავლისთვის,“ – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

წყარო: cyc.ge