პრემიერი ზუგდიდის მოვლენებზე – დღეს შსს-ს ამოცანაა, უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი პირი უმოკლეს ვადებში დააკავოს

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მთავრობის სხდომაზე გუშინ, ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, შსს-მ უნდა გამოიყენოს ყველა კანონიერი ინსტრუმენტი და უფლება, რათა არ მოხდეს შემდგომში დანაშაულის ჩამდენების მხრიდან უდანაშაულობისა და დანაშაულის დაუსჯელობის შეგრძენის აღქმაში გაჩენა.

მისივე თქმით, დღეს შსს-ს ამოცანაა, უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი პირი უმოკლეს ვადებში იყოს დაკავებული

„გუშინ ზუგდიდში შექმნილი ურთულესი ვითარება მსხვერპლის გარეშე დასრულდა, ეს იყო პირველი რიგის ამოცანა და, რა თქმა უნდა, მიღწეული შედეგი, რომ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება, ეს მხოლოდ პირველი რიგის ამოცანაა.

რა თქმა უნდა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, შსს-ს და სამართალდამცავ სისტემას სრულად აქვს უმძიმესი ამოცანა დღეს, უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი პირი სასწრაფოდ, უმოკლეს ვადებში იყოს დაკავებული, ეს არის ძირითადი ამოცანა, რომელზეც დღეს ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებები მიმდინარეობ და რომელიც, რა თქმა უნდა, შსს-მ უნდა შეასრულს.

ყველა ის კანონიერი ინსტრუმენტი უფლება და შესაძლებლობა, რომელიც აქვთ მათ, ამ მიზნის მისაღწევად უნდა იყოს გამოყენებული, იმისთვის, რომ არ მოხდეს მსგავსი დანაშაულის ჩამდენების მხრიდან უდანაშაულობისა და დანაშაულის დაუსჯელობის შეგრძენის შემდგომი აღქმაში გაჩენა.

ეს არის ძირითადი ამოცანა, რომელზეც დღეს შსს მუშაობს და უნდა გააგრძელოს ამაზე მუშაობა საბოლოო შედეგის მიღწევამდე“ – განაცხადა პრემიერმა.

წყარო: expressnews.ge