ყველას გვიხარია, რომ ეს დანაშაული უსისხლოდ დასრულდა – კალაძე ზუგდიდის მოვლენებზე

სანამ ემოციები არ დაცხრება, ოპერაცია არ დასრულდება და ამ ფაქტით გამოწვეული საზოგადოების თუ მედიის დუღილის ტემპერატურა არ დაიწევს, მეც მოვერიდები და სხვა პოლიტიკოსებსაც ვთხოვდი პოლიტიკური შეფასებებისგან თავის შეკავებას. – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

კახა კალაძის განმარტებით, ახლა პოლიციელებისათვის საქმის ბოლომდე მისაყვანად საზოგადოების, ხელისუფლების, მედიის მხარდაჭერა დიდი სტიმული იქნება.

წყარო: report.ge