აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ჯონ რატკლიფი აცხადებს, რომ რუსეთი და ირანი აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცადნენ.
„დადასტურებულად ვიცით, რომ ირანმა და რუსეთმა ამომრჩეველთა რეგისტრაციის შესახებ გარკვეული ინფორმაცია მოიპოვეს”, – აღნიშნა რატკლიფმა.
მისივე თქმით, ირანმა პრეზიდენტობის „დემოკრატი“ კანდიდატის მხარდამჭერებს ელექტრონული ფოსტის საშუალებით მუქარის შემცველი შეტყობინებები გაუგზავნა.
„ამ ქმედების მიზანი ამომრჩევლების დაშინება, არეულობის გაღვივება და პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის ზიანის მიყენებაა,“- აღნიშნა ეროვნული დაზვერვის დირექტორმა.
ჯონ რატკლიფს არ უსაუბრია იმაზე, თუ რა გზებით მოახერხა რუსეთმა ამომრჩეველთა შესახებ მონაცემების მოპოვება, ან როგორ აპირებს ამ ინფორმაციის გამოყენებას.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება. მედიის ინფორმაციით, 42 მილიონამდე ამომრჩეველმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა როგორც ფოსტის, ასევე პირდაპირი ხმის მიცემის საშუალებით.
“აიპიენი”