სამივე მძევალი თავისუფალია, თავდამსხმელი კი გაიქცა

სამეგრელოს რეგიონში სპეცოპორაცია დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, სამივე მძევალი, მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი, ავთო გალდავა თავისუფალია.

ასევე გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. სამართლადამცავ ორგანოებში ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები 21 ოქტომბერს აიყვანა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

შეიარაღებულმა პირმა ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ შენობა რამდენიმე საათის წინ დატოვა. თავდამსხმელი შენობიდან სავარაუდოდ 3 მძევალთან ერთად გამოვიდა. როგორც კადრებში გამოჩნდა, მას შენობის დატოვების დროს ხელები აწეული ჰქონდა და სავარაუდოდ ხელში ხელყუმბარა ეკავა.

 

“იმედინიუსი”