„საქართველოს ბანკში“ მძევლების აყვანის ფაქტს უცხოური მედიაც გამოეხმაურა

ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულის მიერ მძევლების აყვანის ფაქტს უცხოური მედიაც აშუქებდა.

AP- წერს, რომ შეიარაღებულმა კაცმა ბანკის თანამშრომლები და მომხმარებლები მძევლად აიყვანა დასავლეთ საქართველოში, ქალაქ ზუგდიდში და 500 000 აშშ დოლარი მოითხოვა. ამასთან, ჟურნალისტი წერს, რომ გავრცელებულ კადრებში ჩანდა, როგორ ისხდნენ მძევლები იატაკზე და რომ თავდამსხმელს სავარაუდოდ, ხელყუმბარა ეჭირა.

ბრიტანული სააგენტო Reuters-ი კი ერთ-ერთი მძევლის ნათესავის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ შეიარაღებულმა კაცმა ის ადგილზე ფულის მიტანის შემდეგ გაათავისუფლა.

 

“ალია”